суббота, 28 июня 2014 г.

ტრენინგის IX დღე



  კიდევ ერთხელ გავიმეორეთ  გაჯეტების  შექმნა და  მათი ჩასმა ბლოგში.
    ვისწავლეთ ბლოგში გვერდების  დამატება,  მათი რედაქტირება, დამალვა  გამოჩენა. ვისწავლეთ გვერდზე  მისამართის  მიბმა  და მისი გაუქმება (წაშლა)  და
   . ვიწავლეთ ალბომის რედაქტირება  და მისი  ბლოგზე ატვირთვა სლაიდ-შოუს სახით. იუთუბიდან ვიდეოს  გადაწერა  და ბლოგზე ატვირთვა,ვისწავლეთ სად არის ვიდეოფაილების  საცავი..ძალიან საინტერესო იყო პროექტის პრეზენტაცია. ამის შემდეგ იყო ძალიან საინტერესო ნაწილი- პროექტების  პრეზენტაცია.
მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პროექტები, დავრწმუნდი  რომ პედაგოგები ძალ-ღონეს არ ზოგავენ რათა სიახლეეები რომლებიც თითქმის  ყოველდღიურად ინერგება განათლების  სისტემაში გამოიყენონ სწავლებაში და  უფრო ეფექტური გახადონ სწავლის პროცესი.
     დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს, რადგან მან არა მხოლოდ გვასწავლა  ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა, არამედ იმისთვისაც, რომ    ასეთი ნიჭიერი, საინტერესო და მონდომებული ადამიანები შეგვახვედრა ერთმანეთს. 

ტრენინგის VIII დღე


დღევანდელი ტრენინგიც ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე პროექტის სწორად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია, დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი. ავაწყვეთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint-ში.
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა.       ძალიან საინტერესო და საჭიროა ჰიპერლინკები, რაც გავიადვილებს  პრეზენტაციის მასალების ჩვენება.
     ძალიან ნაყოფიერი დღე იყო, ბევრი რამ ვისწავლე ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დახმარებით.

понедельник, 23 июня 2014 г.

ტრენინგის VII დღე



გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, გავიხსენეთ როგორ გადავიტანოთ ჩვენი პრეზენტაცია  ბლოგზე, ვისწავლეთ   მოსწავლეთა  შეფასება, ასევე გავეცანით ტექნოლოგიებს რომელიც დაგვეხმარება პროექტების განხორციელებაში. ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა დღემ.

воскресенье, 22 июня 2014 г.

ტრენინგის VI დღე




გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.მოვამზადეთ მოსწავლის პრეზენტაცია,განვიხილეთ შეფასების ნიმუშები,შევინახეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნიმუში საქაღალდეში. გავაკეთეთ პრეზენტაცია.გავეცანით  სანიმუშო გაკვეთილის გეგმის ნიმუშს.უზომოდ მადლიერი ვარ ჩვენი ტრენერისა, ყოველი დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ცვენი პროფესიული ზრდისთვის.

суббота, 21 июня 2014 г.

ტრენინგის V დღე



1.გამეორება
2.გამოენებული ლიტერატურის შაბლონები
3.მოსწავლის ნიმუში ბლოგზე მუშაობა,  გაჯეტები, სურათები,გამოკითხვა, HTML.



   განვლილი მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავი ეთიკური და სამართლებრივი ნორმები, რაშიც დაგვეხმარება გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსება.
        ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი. ამიტომ ვიცწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე. რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგის სათაურის რედაქტირება, ბლოგის წაშლა-აღდგენა. დღეს ეს ყველაფერი წარმატებით ავითვისეთ ჩვენი ტრენერის წყალობით.
         შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში, ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათი გაკეთება.
         დღემ , როგორც ყოველთვის საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.