კიდევ ერთხელ გავიმეორეთ გაჯეტების შექმნა და მათი ჩასმა ბლოგში.
ვისწავლეთ ბლოგში გვერდების დამატება, მათი რედაქტირება, დამალვა გამოჩენა. ვისწავლეთ გვერდზე მისამართის მიბმა და მისი გაუქმება (წაშლა) და
. ვიწავლეთ ალბომის რედაქტირება და მისი ბლოგზე ატვირთვა სლაიდ-შოუს სახით. იუთუბიდან ვიდეოს გადაწერა და ბლოგზე ატვირთვა,ვისწავლეთ სად არის ვიდეოფაილების საცავი..ძალიან საინტერესო იყო პროექტის პრეზენტაცია. ამის შემდეგ იყო ძალიან საინტერესო ნაწილი- პროექტების პრეზენტაცია.
მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პროექტები, დავრწმუნდი რომ პედაგოგები ძალ-ღონეს არ ზოგავენ რათა სიახლეეები რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ინერგება განათლების სისტემაში გამოიყენონ სწავლებაში და უფრო ეფექტური გახადონ სწავლის პროცესი.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს, რადგან მან არა მხოლოდ გვასწავლა ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა, არამედ იმისთვისაც, რომ ასეთი ნიჭიერი, საინტერესო და მონდომებული ადამიანები შეგვახვედრა ერთმანეთს.