пятница, 20 июня 2014 г.

ტრენინგის IV დღე

საინტერესოა ტრენინგის  ყოველი მომდევნო დღე. მეოთხე  დღე ნასწავლი მასალის  გამეორებით დავიწყეთ. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. შევქმენით პროექტის  პორტფოლიო  და გადავიტანეთ  ბლოგზე. ხალისიანი  და ნაყოფიერი იყო ეს დღეც.

понедельник, 9 июня 2014 г.

ტრენინგის III დღე

ტრენინგის  მესამე  დღე გამეორებით დაიწყო,შემდეგ ჩვენმა ტრენერმა გაგვაცნო პროექტზე  მუშაობის გეგმა,გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს,როგორ ჩავსვათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები შესაბამისი ლექსიკით, დავამუშავეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, განახლებული ბლუმის ტაქსონომია, ზმნების კლასიფიკაცია, მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. გავეცანით ბლოგზე სათაურის წაშლა -აღდგენის უნარებს. ძალიან  საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო  მუშაობის მესამე დღე,ვფიქრობ ამ ტექნოლოგიების  გაამოყენებით პროექტზე მუშაობა უფრო საინტერესო იქნება. 

воскресенье, 1 июня 2014 г.

ტრენინგის I I დღე





გავიმეორეთ ნასწავლი   მასალა, ვისაუბრეთ პროექტზე დაფუძნებულ საწავლების მნიშვნელობაზე, გავაკეთეთ პროექტის  მონახაზი.  გავეცანით  პოტრფოლიოს  კომპონენტებს,ვისაუბრეთ სტატიების გამოცემაზე  და  მნიშვნელობაზე.  ვისწავლეთ   ბუკლეტების  დამზადება,  ბლოგზე  ატვირთვა,  სურათის  ჩასმა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი  იყო ტრენინგის მეორე  დღეც,

суббота, 31 мая 2014 г.

ტრენინგის I დღე

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტრენინგის პირველი დღე. ტრენინგის  მონაწილეებს  წარვუდგინეთ ჩვენი  თავი ,გავეცანით ერთმანეთს . ჩვენმა  ტრენერმა  ქ. ქეთიმ  გაგვაცნო ინტელის  სასწავლო  კურსის   მიზნები.  გავეცანით  პორტფოლიოს  ჩეკლისტს,   შევქმენით  პორტფოლიოს  საქაღალდე , გავეცანით 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებს,  გადავხედეთ  პორტოლიოს გეგმას. გავიხსენეთ  ბლოგის  შექმნა.